ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიებამ სასურველი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიებამ სასურველი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა

მერაბიშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იმ მოტივით გადაიდო, რომ გამოძიებამ სასურველი მტკიცებულებები მერაბიშვილის წინააღმდეგ ვერ მოიპოვა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მერაბიშვილთან დაკავშირებული სამივე სისხლის სამრთლის საქმეზე პროცესები პროკურატურის ინიციატივით სხვადასხვა დროს გადაიდო.

"როგორც ჩანს, გამოძიებამ იჩქარა და ვერ მიიყვანა დაწყებული გამოძიებები ბოლომდე. ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიებები ჯერაც არ არის დასრულებული. ეს იმის მანიშნებელია, რომ პროკურატურამ, როგორც ჩანს, მისთვის სასურველი მტკიცებულებები მერაბიშვილის წინააღმდეგ ვერ მოიპოვა და შესაბამისად, პროცესები მისი ინიციატივით სხვადასხვა დროს არის გადადებული", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, 26 მაისის დარბევის საქმესთან დაკავშირებით და ფიქტიური დასაქმების პროგრამის თაობაზე.