"იაშვილის მფლობელებმა აბსოლუტურად გაუგებრად რამდენიმე დღის წინ აღნიშნული დაწესებულება გაყიდეს"

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის მფლობელებმა აბსოლუტურად გაუგებრად რამდენიმე დღის წინ აღნიშნული დაწესებულება გაყიდეს.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

"ინფორმაცია გვაქვს, რომ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად გაუგებრად იაშვილის არსებულმა მფოლობელებმა, ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხეს, ეს დაწესებულება გაყიდეს. ბოლო 5 დღეა, ახალი მფლობელის მხრიდან განუწყვეტელი სკანდალები ხდება. არცერთს არ შეუწუხებია თავი, რომ საქმის კურსში ჩავეყენებინეთ ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე", - განაცხადა საერგეეკნომ.

მისი თქმით, ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იაშვილის კლინიკასთან იმყოფება.

"მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახალი მფლობელი თურქია თუ სხვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენელი, კანონის წინაშე პასუხი ყველას თანაბრად მოეთხოვება", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკა "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა. ექიმების განცხადებით, "აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი მედპერსონალს უდიერად და უხეშად ექცევა".