სალომე ზურაბიშვილი დავით უსუფაშვილს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი დავით უსუფაშვილს ხვდება

პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში, იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ხვდება. 

შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის სურვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, როგორც ცნობილია, არსებული ინფორმაციით, მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს.

სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადების შეტანას ხვალ აპირებს.