ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება მიიღო

ბარაკ ობამამ სირიაზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს.

სირიის შესახებ საკითხი კონგრესის სესიაზე გავა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა დაიწყოს. ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა",-აღნიშნა ობამამ.