ფარული ჩანაწერების კომისიის სხდომა სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიმართება

ფარული ჩანაწერების კომისიის სხდომა სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიმართება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომა სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კახა კახიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამ სხდომაზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღის შესახებ.

როგორც ცნობილია, კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე უნდა განადგურებულიყო, თუმცა გადაიდო.

ფარული ჩანაწერების განადგურება მანამდეც არაერთხელ დაანონსდა.