დავით ბაქრაძე:  მივესალმები, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

დავით ბაქრაძე: მივესალმები, თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

როგორც დავით ბაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ დეტალებზე მისი მხრიდან საუბარი არასწორი იქნება.

"გადაწყვეტილების სამართლებრივ დეტალებში შესვლა, ჩემთვის არასწორი იქნება. ამისათვის არსებობს ცესკო და სასამართლო, სამართლებრივი მხარე მათ გადაწყვიტონ. როგორც პოლიტიკოსი ვიტყოდი, რომ მივესალმები თუ ქალბატონ ზურაბიშვილსაც და ყველა სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელსაც, ვისაც ამის სურვილი და ამბიცია აქვს, მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. იურისტებმა გადაწყვიტონ სამართლებრივი მხარე, როგორც პოლიტიკოსი იმედს დავიტოვებ, რომ ეს სამართლებრივი მხარე გადაწყდება ისე, რომ არჩევნებში მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი, იქნება წარმოდგენილი ქალბატონი ზურაბიშვილიც, ყველა სხვა ის პოლიტიკოსი, ვისაც სურს საკუთარი ძალები მოსინჯოს საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ დმანისში ყოფნისას გააკეთა, სადაც ის სოფელ დიდი დმანისისა და განთიადის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.