შატილში სახალხო დღესასწაული

შატილში სახალხო დღესასწაული "შატილობა" გაიმართება

შატილში, ხვალ, სახალხო დღესასწაული "შატილობა" გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კუთხური ტრადიცები: კონცერტი, ლუდის კოდის დალოცვა, დოღი და მკლავჭიდი. 

საღამოს გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მოძრაობის თეატრი.

ღონისძიება დუშეთს მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ორგანიზებით იმართება. "შატილობის" მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.