რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა

რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა

რუსეთის მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით, გამოკითხულთა უფრო მეტი რაოდენობა დადებითად აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას.

"რია ნოვისტის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 22% საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს დაძაბულს უწოდებს, მაშინ, როცა 7 წლის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 39%.
რუსეთის მოსახლეობის 2% ძალიან დადებითს უწოდებს ორი ქვეყნის ურთიერთობას, 4% კი "კეთილმეზობლურს".

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, რესპონდენტთა 21% ფიქრობს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, რუსეთის მდგომარეობა უფრო მეტად გაუმჯობესდა, ვიდრე გაუარესდა (15%).

ივლისის ბოლოს ჩატარებულ გამოკითხვაში 1,6 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.