“Evanescence” ოსლოში დაპატიჟეს

“Evanescence” ოსლოში დაპატიჟეს

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ამ დღეს ჩატარდება კონცერტი, რომელიც ნობელის პრემიის 2012 წლების ლაუერატების საპატივცემულოდ ეწყობა.

 

კონცერტის ორგანიზატორებმა სპეციალური მოწვევა გაუგზავანეს ამერიკული როკ-ჯგუფის “Evanescence” წევრებს.

 

მათ გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯილ სკოტი, დევიდ გრეი და პოპულარული მუსიკალური სერიალის “Glee” ვარსკვლავი მეთიუ მორისონი.

 

საინტერესოა, რომ ანალოგიურ კონაცერტებზე წინა წლებში ჯგუფები “A-Ha”, “Duran Duran”, მომღერალი კაილი მინოუგი და სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები ვიხილეთ.