ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა იმ მუსიკოს-შემსრულებელთა და ჯგუფების ვინაობა, რომლებსაც 2012 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალ წევრებად მიიღებენ.
ეს პატივი დაიმსახურეს ჯგუფებმა “Guns N'Roses”, “Beastie Boys” და “Red Hot Chili Peppers”.
მათ გარდა ამერიკელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა მომღერალი დონოვანი და “The Faces” აირჩიეს. საინტერესოა რომ ამ ჯგუფში თავის დროზე მუსიკალური კარიერა დაიწყეს ცნობილმა შოტლანდიელმა მომღერალმა როდ სტიუარტმა და ჯგუფი “The Rolling Stones”-ის გიტარისტმა რონი ვუდმა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოსახვედრად თავდაპირველად 15 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მათ შორის “The Cure”, “Heart”, “Joan Jett and The Blackhearts”, “The Spinners”, “War” და მომღერალი დონა სამერი.
ახალი წევრების მიღების საზეიმო ცერემონიალი 2012 წლის აპრილში ქალაქ კლივლენდში გაიმართება.
2011 წელს დიდების დარბაზის საპატიო წევრები ელის კუპერი, ტომ უეიტსი, დარლინ ლავი და Dr. John გახდნენ.