ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კომისიაში ქისტური თემის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კომისიაში ქისტური თემის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილ საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ქისტური თემის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ. ამის შესახებ უჩა ნაუაშვილმა დღეს დუისში განაცხადა, სადაც სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, წელიწადზე მეტია რაც გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ არანაირი შედეგი არ დამდგარა. "ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, რადგან კითხვები სპეცოპოერაციასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელია, სიმართლე უცნობია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, სიმართლე გაირკვეს და სწორედ ამ მიზნით შევქმნით ახალ კომისიას", -აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე განმარტებით, დღეს დიუსში იმის გამო ჩავიდა, რომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და უხუცესესთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდეს.

ნანუაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ამ კომისიაში აუცილებლად იყოს ქისტური თემის წარმომადგენლები და ამიტომ დღეს შეხვედრა გაიმართება უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კომისიის ზუსტი შემადგენლობა.