შალვა ბრეუსი არც

შალვა ბრეუსი არც "მე-9 არხის" ყიდვას და არც ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს

ბიზნესმენი შალვა ბრეუსი აცხადებს, რომ არც “მე-9 არხის” ყიდვას და არც ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. 

როგორც ბრეუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქართველოში წყალბურთის ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოვიდა და არავითარ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას არ გეგმავს.

ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი რუსეთში მოღვაწეობს.

ბრეუსი 1989-91 წლებში ავსტრიულ-საბჭოური საწარმოს “ტესკოპის” დირექტორის მოადგილე იყო, 1991-1992 წლებში – გერმანულ-საბჭოური ფირმის "მარკეტინგ-XXI"-ის დირექტორი, 1992-1993 წლებში - "ტრასტის" გენერალური დირექტორის მოადგილე, 1993-1994 წლებში - "ბიაროსის" პრეზიდენტი, 1994-1995 წლებში - ტელეკომპანია "ტვ-6 მოსკვას" წამყვანი, 1995-1998 წლებში - "ომპეკსის" კონსულტანტი საინვესტიციო საკითხებში. 1998-2000 წლებში ბრიუსი გენერალ ალექსანდრე ლებედის წინაასარჩევნო კამპანიას ჩაუდგა სათავეში. გუბერნატორის არჩევნებში ლებედის ტრიუმფის შემდეგ იგი კრასნოიარსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი გახდა და ნორილსკის სამრეწველო რაიონსა და საგარეო ეკონომიკურ მხარეს კურირებდა. მოგვიანებით, ლებედის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ბრეუსმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიაღწია, რომელზეც 2000-2003 წლებში მუშაობდა. ამავე პერიოდში იგი ადგილობრივი დონის ოლიგარქიდან რუსეთის მასშტაბის ოლიგარქად გარდაიქმნა.