გაერო-ს გენერალური მდივანი:  ექსპერტებს სირიაში სამუშაოების ბოლომდე მიყვანის საშუალება უნდა მიეცეთ

გაერო-ს გენერალური მდივანი: ექსპერტებს სირიაში სამუშაოების ბოლომდე მიყვანის საშუალება უნდა მიეცეთ

გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი სირიაში საგამოძიებო მუშაობას პარასკევს დაასრულებს , შაბათს კი საბოლოო მოხსენებას გააკეთებს, მოხდა თუ არა დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. 

მისივე განცხადებით, ის ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ექსპერტთა საგამოძიებო პროცესის დასრულების დაჩქარება. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მიეცეს სამუშაოს გაგრძელების და ბოლომდე მიყვანის საშუალება.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ქვეყნის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას მხარს უჭერენ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა სამხედრო ხომალდები უკვე დაიძრნენ სირიის მიმართულებით. თუმცა, "გარდიანის" ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, კვიპროსთან მობილიზებული ბრიტანეთის 6

მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის განლაგება სირიის კონფლიქტს არ უკავშირდება.