ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ქუთაისში მძღოლებს შეხვდება

ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ქუთაისში მძღოლებს შეხვდება

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, მხარეები ქუთაისში მძღოლების შესაძლო გაფიცვის საკითხს განიხილავენ.

"მძღოლები ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალი მარშრუტების საჭიროება ქალაქში არ არის. მძღოლების ვარაუდით, ახალ სამარშრუტო ხაზებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებენ და მათი მიზანი არსებული ხაზებისა და მასთან ერთად დასაქმებული მძღოლების ჩანაცვლებაა", - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლების შეხვედრა 15:00 საათზე, ქუთაისის მერიაში გაიმართება, 16:00 საათზე კი ლავრენტი ალანია გადამზიდავებსა და მძღოლებს შეხვდება.

"იმ შემთხვევაში თუ დღეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღბული, ქუთაისის სამარშრუტო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული მძღოლები ორშაბათს, თბილისში ჩამოვლენ და პროფკავშირებთან ერთად საგაფიცვო მოქმედებებისთვის მზადებას დაიწყებენ", - განმარტავენ პროფკავშირებში.