ფრანგული სამხედრო გემი სირიისკენ დაიძრა

ფრანგული სამხედრო გემი სირიისკენ დაიძრა

საფრანგეთის სამხედრო მეთაურთა გადაწყვეტილებით, ფრანგული ფრეგატი "შევალიე პოლი" ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიემართება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გემმა უკვე დატოვა ქალაქ ტულონის პორტი და სირიის საზღვრებთან ახლოს მყოფ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს შეუერთდება.

"შევალიე პოლი" საფრანგეთის საზღვაო ფლოტის სარაკეტო ფრეგატია, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, საფრანეთის საზღვაო ფლოტის ყველაზე თანამედროვე სამხედრო გემია.

საფრანგეთი, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, მხარს უჭერს სირიაში სამხედრო ინტერვენციას.