გასულ წელს ლაფანყურის სპეცოპარაციის დროს ლიკვიდირებული ქისტების ოჯახის წევრებმა ცხედრების განმეორებითი ექსპერტიზისა და გამოძიების ახალი დეტალების შესახებ არაფერი იციან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, ასლან მარგოშვილის მამიდამ, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი ქისტების ოჯახის წევრებმა რელიგიის მიუხედავად, გამოძიებას საშუალება მისცეს, განმეორებითი ექსპერტიზისთვის ცხედრები საფლავიდან ამოეღოთ, რათა სიმართლე გარკვეულიყო, თუმცა მათ არც ექსპერტიზის პასუხები იციან და არც - გამოძიების შედეგები.
"ჩვენი რელიგიის წეინააღმდეგ წავედით. გამონაკლისი დავუშვით და სიმართლის დასადგენად ცხედრების ექსპერტიზას დავთანხმდით. დაგვპირდნენ, ყველაფერი მალე გაირკვევა და სიმართლე დადგინდებაო. დაპირბებს საზღვარი არ აქვს. ხან ერთ კვრიაში გეცოდინებათო, ხან 10 დღეშიო. დრო კი გადის და არაფერის გვაგებინებენ. ხომ უნდა გაირკვეს, დამნაშავეები ვინ არიან და დაისაჯონ?",-განაცხადა თამარ მარგოშვილმამისივე ინფორმაციით, ლაფანყურის ტყეში მოკლული ქისტების ოჯახის წევრები დღეს სოფელ დუისის სასაფლაოზე შეიკრიბებიან.
"ჩვენ გვეგონა, რომ 31 აგვისტოს ჩაცხრილეს ჩვენი ბიჭები, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ 28 აგვისტოს ღამით მოუკლავთ. სოფლის მოსახლეობა დღეს საფლავებთან შევიკრიბებით. რა უნდოდათ ჩემი ძმისშვილისგან, არ ვიცი. ასლან მარგოშვილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო, უცხოეთში ცხოვრობდა და ალბათ იქ გაიცნო ჩეჩნები. ამ ტრაგედიას მამამისიც ეწირება. ამდენი ნერვიულობისგან ღვიძლი დაუავადდა და ძალიან ცუდადაა. ჩემი ძმა შვილზე გადაყოლილი იყო და არ დაუშვებდა, რაიმე ცუდი საქმის გაკეთების საშუალება მიეცა ასლანისთვის. ჩვენ, ქისტებიც საქართველოს შვილები ვართ და ისევე გვიყვარს ეს ქყვეყანა, როგოც - ქართველებს",-განაცხადა თამარ მარგოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფელ დუისის მოსახლეობას და ქისტებს დიდი იმედი აქვთ ახალი ხელისუფლებისა, თუმცა თამარ მარგოშვილს უკვირს, "რატომ არ აქვს ახალ ხელისუფლებას რეაგირება იმ ვაჰაბიტების მიმართ, რომლებიც პანკისის ხეობაში იმყოფებიან".
"ამ მთავრობისაც მიკვირს. კიდევ არიან ამ ხეობაში ვაჰაბისტები. კიდევ ცდილობენ რაღაც პროვოკაციების აგორებას. რატომ კონტროლს არ უწევენ თავის დროზე, რატომ ვერ ალაგმეს თავის დროზე, მე არ ვიცი",-აცხადებს თამარ მარგოშვილი.
ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ერთ წელი შესრულდა. სპეცოპერაციის დროს, შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასფლაოზეა დაკარგული. რამდენიმე თვის წინ მათ ცხედრებს განმეორებით ექსპერტიზა ჩაუტარდა.
გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.