უილიამ ჰეიგი: დასავლეთის ქვეყნები, გაეროში ვეტოს შემთხვევაშიც, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ

უილიამ ჰეიგი: დასავლეთის ქვეყნები, გაეროში ვეტოს შემთხვევაშიც, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ

დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ სამხედრო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ვეტო დაედება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, იტყობინება ბი-ბი-სი.

„საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება პასუხიმგებლობა, რათა იმოქმედოს სირიაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაეროში ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება", - განაცხდა ჰეიგმა.

მისივე თქმით, როგორც მოსალოდნელია, რუსეთი და ჩინეთი რეზოლუციის პროექტს ვეტოს დაადებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეხვედრაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შთანხმება მიმდინარეობდა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პუაერმა უშიშროების საბჭოს „დაუყონებლივი მოქმედებისკენ" მოუწოდა.

შეხვედრა, მისი დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა დატოვეს და უშიშროების საბჭოს სამუშაო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ამჟამად ჰააგის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთი მაინც წარადგენს უშიშროების საბჭოზე რეზოლუცის პროექტს, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი კატეგორიულად არ დაუჭერენ მხარს

რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე სამხედრო ოპერაცის დაწყება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იქნება.

დასავლეთის ზოგიერთი მედიასაშუელების ინფორმაციით სირიაზე სამხედრო იერიშის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.