მელორ ვაჩანაძე 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაჩნაძის მეგობარმა ლევან ჩიტაძემ განუცხადა, მელორ ვაჩნაძეს ბრალი 66-ე და 173-ე მუხლით ედებოდა , თუმცა სასამართლომ მხოლოდ 166-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმით დასდო ბრალი, რაც ხულიგნობას ითვალისწინებს.
"მელორ ვაჩნაძეს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს," – აღნიშნა ჩიტაძემ.
მელორ ვაჩნაძე ბათუმში პიაცას მოედანზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო გუშინ დააკავეს.