რამდენია საქართველოში დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურება?

რამდენია საქართველოში დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურება?

რამდენია საქართველოში დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურება და ზოგადად, იწარმოება თუ არა მსგავსი სტატისტიკა ქვეყანაში?

შეგახსენებთ: კონსალტინგური ჯგუფის ConvergEx–ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზე განთავსდა საფრანგეთი (12,09 დოლარი საათში), მესამეზე კი ახალი ზელანდიაა 11,18 დოლარით.

რუსეთში დასაქმებულს საათში მინიმუმ 97 ცენტს უხდიან და ამ მაჩვენებლით ეს ქვეყანა რეიტინგის ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო არ მოხვდა, ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რომელ ადგილას იქნებოდა საქართველო, რეიტინგის ავტორებს მისი მაჩვენებლებიც რომ გაეთვალისწინებინათ?

ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოში, როგორც ასეთი, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშება არ ხდება.

სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე პირების ხელფასების მაგალითზე კი, ექსპერტის გათვლებით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 0.4 დოლარია.

არჩვაძის განმარტებით, საქართველოში დღეს მხოლოდ საშუალო ხელფასის დაანგარიშება ხდება და იმისთვის, რომ ქვეყანაში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება განისაზღვროს, სტატისტიკის სამსახურის დაფინანსების გაზრდაა აუცილებელი.

,,მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დათვლა ნამდვილად უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს აუცილებელია. თუმცა ამისთვის ჯერ საკმარისი დაფინანსება არ არსებობს,“ – აცხადებს არჩვაძე.