ჰაკერებმა New York Times, Huffington Post-ისა და Twitter-ის ვებგვერდები გატეხეს

ჰაკერებმა New York Times, Huffington Post-ისა და Twitter-ის ვებგვერდები გატეხეს

სირიელმა ჰაკერებმა ამერიკული გაზეთის New York Times, Huffington Post-ისა და სოციალურ ქსელ Twitter-ის ვებგვერდები გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "სირიის ელექტრონულმა არმიამ" პოპულარული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსის" საიტი სამშაბათს გატეხა, თუმცა ვებგვერდი ამ დრომდე გათიშულია. ჰაკერების თავდასხმის შედეგად მუშაობა უკვე განაახლა Huffington Post-მა.

"როიტერის" ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა Washington Post, CNN-სა და Time-ის ვებგვერდები. ექსპერტთა მოსაზრებით, სირიელი ჰაკერები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეები არიან და მისი მითითებით მოქმედებენ.

"სირიის ელექტრონული არმია" ხშირად უტევს გავლენიანი მსოფლიო გამოცემების ინტერნეტ გვერდებს და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისა და მისი რეჟიმის მხარდამჭერ ინფორმაციას ავრცელებს.