მარკ ცუკერბერგმა, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის გასაზრდელად, ახალი პროექტი შექმნა

მარკ ცუკერბერგმა, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის გასაზრდელად, ახალი პროექტი შექმნა

„ფეისბუქის" შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა პროექტი ინტერნეტ.ორგ შექმნა, რომლის მეშვეობითაც ის ხუთი მილიარდი ადამიანისათვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის განხორციელებას გეგმავს. პროექტის შესახებ „ფეისბუქის" სიახლეების გვერდი იუწყება.

ცუკერბერგის სოციალური ქსელის გარდა, პროექტში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ: Nokia, Samsung, Ericsson, Opera, Qualcomm და MediaTek. ეს უმსხვილესი კორპორაციები აპირებენ გააერთიანონ ტექნოლოგიური ინდუსტრია და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, მთელი მსოფლიოს ინტერნეტში ჩასართავად.

პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტის დღეს მხოლოდ დედამიწის ერთი მესამედი სარგებლობს, თუმცა, მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. სოციალური ქსელი „ფეისბუქი" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსია ინტერნეტში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, მისით 699 მილიონი ადამიანი სარგებლობს, რაც გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი მაჩვენებელია.