მარიამობას #5-ე ქალთა დაწესებულებაში მყოფი 28 მსჯავრდებული სახლში შეხვდება

მარიამობას #5-ე ქალთა დაწესებულებაში მყოფი 28 მსჯავრდებული სახლში შეხვდება

მარიამობას 28 მსჯავრდებული ქალი, რომელიც სასჯელს #5-ე ქალთა დაწესებულებაში იხდის, სახლში შეხვდება, - ამის შესახებ #5-ე დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. 

ბესელია #5-ე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძესთან და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომისიის წევრები დღეს #5-ე დაწესებულებაში 28 მსჯავრდებულ ქალს გაესაუბრნენ და ყველა მათგანის მოთხოვნა, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილეს.

დღესვე მიდმივმოქმედი კომისიის წევრები სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ 80 მსჯავრდებულ მამაკაცსაც შეხვდებიან და გადაწყვეტენ, რამდენი მათგანი დატოვებს 28 აგვისტოსთვის საპატიმროს.