მიხეილ სააკაშვილი:  ადიგენში რაც მოხდა, წინასწარ განზრახული პროვოკაციაა

მიხეილ სააკაშვილი: ადიგენში რაც მოხდა, წინასწარ განზრახული პროვოკაციაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ბათუმის მეჩეთთან მუსლიმი მრევლი მოინახულა და აღნიშნა , რომ "ის რაც ადიგენში მოხდა, წინასწარ განზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის მქონე პროვოკაციაა". 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის პროვოკაციები წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა.

"მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იყო ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღგვაშფოთა ბევრი ქართველი მართმადიდებლები. მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა ადიგენში, ეს არის სრულიად წინასწარ განზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის მქონე პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში, აპირისპირებს ქართველს ქართველთან. აპირისპირებს საქართველოს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებს და ეს არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის. ის, რომ ეს წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო იმის ბრალი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმეორებდით - საქართველოში ყველა თანასწორია, საქართველო ეკუთვნის ყველას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.