მიხეილ სააკაშვილი მინარეთის დემონტაჟზე განცხადებას გააკეთებს

მიხეილ სააკაშვილი მინარეთის დემონტაჟზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმის მეჩეთთან განცხადებას გააკეთებს. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა " ინტერპრესნიუსთან " საუბრისას აღნიშნა , მიხეილ სააკაშვილი ადიგენის სოფელ ჭელაში მეჩეთში მინარეთის დემონტაჟის საკითხს გამოეხმაურება და კომენტარს გააკეთებს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ამ წუთებში მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები, მეჩეთის მიმდებარე სკვერთან კი მობილიზებულნი არიან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.