ადუაშვილის საქმის განხილვის დროს სასამართლოში მეგრული ენის თარჯიმანი გამოიძახეს

ადუაშვილის საქმის განხილვის დროს სასამართლოში მეგრული ენის თარჯიმანი გამოიძახეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვის დროს სასამართლო დარბაზში მეგრული ენის თარჯიმნის გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლე ეკა არეშიძემ თარჯიმნის გამოძახების აუცილებლობაზე მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც დაკითხვის დროს ბრალდებული გელა უბილავა მოწმე თემურ ქობალიას შეკითხვებს მეგრულ ენაზე უსვამდე.

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე სამი დღეა რაც მიმდინარეობს. გუშინ ჩვენება სასამართლოს მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშვილის დედამ მისცა და მკვლელობის დამკვეთად მომღერალი სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე დღეს რვა პირი დაიკითხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა ქვიტარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დასაკითხი რვა პირიდან ორი ბრალდებული იქნება, რომელთა საქმეები ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. ამასთან, ჟურნალისტებთან პროცესის შესახებ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარემ. ადვოკატ ლევან ჯავახაძის განცხადებით, დღეს დაიკითხებიან გარდაცვლილი ავთო ადუაშვილის მეგობრები.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი უფრო ემსგავსება სოსო პავლიაშვილის პროცესს და არ ხდება ავთო ადუაშვილის მკვლელობის ფაქტების გამოძიება.