ინგუშეთში უშიშროების საბჭოს მდივანი მოკლეს

ინგუშეთში უშიშროების საბჭოს მდივანი მოკლეს

ინგუშეთში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი აჰმედ კოტიევი თავდასხმის შედეგად მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, კატიევს, რომელიც მანქანით სამსახურისკენ მიემართებოდა, სოფელ აჩალუკთან დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად მოკლულია ავტომობილის მძღოლიც.

ინგუშეთის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივანი თავდასხმის ობიექტი იმიტომ გახდა, რომ მან რეგიონში ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
აჰმედ კოტიევი, თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.