ადიგენის გამგებელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

ადიგენის გამგებელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ბრალდებით დააკავეს

ადიგენის გამგებელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. 

სიმონ პარუნაშვილის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342-ე მუხლებით აღიძრა.

დამატებით ინფორმაციას ადიგენის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.