ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისპრინციპებს. წარმომდგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიულიმთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევაგამოიჩინონ ამ მიმართულებით," – აღნიშნულია განცხადებაში.