WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა სააგიტაციო ვიდეოკლიპი გადაიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა სააგიტაციო ვიდეოკლიპი გადაიღო

WikiLeaks-ის დამფუძნებელმა, ჟულიან ასანჟმა, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვიდეოკლიპი გადაიღო. ასანჟი ავსტრალიის პარლამენტში მოსახვედრად წინასაარჩევნო კამპანიას ლონდონში, ეკვადორის საელჩოდან ატარებს, სადაც ის უკვე წელიწადზე მეტია რაც იმყოფება.

„სქაი ნიუსის" ინფორმაციით, სააგიტაციო კლიპში 42 წლის ავსტრალიელი პოლიტიკაზე რეპს კითხულობს. კლიპი ავსტრალიელებმა - ჯორდანო ნანიმ და ჰიუგო ფარანტმა ჩაწერეს, რომლებიც ონლაინ-არხის, Rap Juice News-ის თანამშრომლები არიან. ისინი აცხადებენ, რომ გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც „ვიკილიქსის" დამფუძნებელი მათ წინადადებას დათანხმდა.

სენატის არჩევნები ავსტრალიაში 7 სექტემბერს გაიმართება. პარტია „ვიკილიქსმა" შვიდი კანდიდატი შეარჩია, ვინც ავსტრალიის სამი შტატიდან ქვეყნის პარლამენტში მოსახვერად იბრძოლებს. მათ შორისაა ჟულიან ასანჟი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორის საელჩოშია გამოკეტილი, მაინც გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება.