თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა.

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია რა თანხის გატაცება მოხდა და აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვენი ინფორმაციით, გატაცებული თანხის ოდენობა მიზერულია, თუმცა რაოდენობა გამოძიების დასრულების შემდეგ დადგინდება. ასევე ჯერ-ჯერობით არ ვიცით თავდასხმაში რამდენი პირი მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,"- განაცხადა სოფო ბალავაძემ.

მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 179-ე მუხილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.