ბაკურ ბაკურაძე დღეს ზესტაფონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბაკურ ბაკურაძე დღეს ზესტაფონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"დემოკრატიული მოძრაობის" პიარსამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე დღეს ზესტაფონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც "პირWელს" ბაკურაძემ განუცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ და შტაბის წევრებმა დღეს შეხვედრები ზესტაფონში გამართეს და ბურჯანაძემ ზესტაფონის ბაზარიც მოინახულა, რადგან იქ მოვაჭრეებმა პრეზიდენტობის კანდიდატს დახმარება არაერთხელ სთხოვეს.

"პიროვნება, რომელიც კადრებში ჩანს და რომელთან დაკავშირებითაც ინციდენტი მოხდა, აღნიშნული ბაზრის მოვაჭრეა და შეხვედრას ისიც ესწრებოდა. საუბრისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ 2012 წელს ყველა თავისი საქმე გადადო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს გაემარჯვათ, თუმცა კოალიციამ ხალხი მოატყუა და რეალურად არაფერი გააკეთეს. როგორც მან აღნიშნა, ყველა პოლიტიკოსი მატყუარაა და მოგვმართა, რომ ჩვენც მოვატყუებთ და ხალხის საკეთილდღეოდ, არც ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, რის შემდეგაც "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის და ყველა პოლიტიკოსის ლანძღვა დაიწყო. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა შემდეგ ინციდენტი", - განაცხადა ბაკურაძემ.

მისივე თქმით, პარტიის კამერა ყველა შეხვედრას იღებს და მას შემდეგ, რაც გადამღები ჯგუფი თბილისში დაბრუნდება, იგი აღნიშნულ კადრებს გაავრცელებს.