„ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს მის მოტყუებაში დასდო ბრალი“

„ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს მის მოტყუებაში დასდო ბრალი“

პოლიტიკურ კულუარებში კვლავ აქტუირია ”ქართული ოცნების” დახურულ პოლიტსაბჭოზე განვითარებული მოვლენების თემა. გავრცლებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პარტიის და კოალიციის ლიდერებს მკაცრი საყვედურები გამოუცხადა იმის გამო, რომ კოლიციის რიგებს რეგიონებში მხარდამაჭერები ტოვებენ. ინფორმციას ლიდერის მკაცრი კრიტიკის შესახებ ოცნება ოფიცილურად უარყოფს, თუმცა მედიაში ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა.

ექსპერტი და ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა არშიძე კიდევ ერთ ინტერვიში აცხადებს, რომ ივანიშვილმა საკუთარი გუნდი, არასწორი ინფორმაციებისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. „ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და აქტივის წევრებს მის მოტყუებაში დასდო ბრალი და პასუხი მოსთხოვა, თუ რატომ მიაქვთ მასთან არასწორი ინფორმაცია წანსაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით... როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა შეიტყო, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან ბევრი ადამიანი გადავიდა ნინო ბურჯანაძის შტაბში და ამის გამო არნახული კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელს“ - აცხადებს ”ასავალ-დასავალთან” საუბარში მამუკა არეშიძე.