ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი

ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი

ამ წუთებში, ჭელაში, მეჩეთთან ათობით ადამიანია შეკრებილი და ათობით სამარშრუტო ტაქსია მობლიზებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭელაში მთელი რეგიონის პოლიცია იყო. მათივე თქმით, 6 ადამიანი ძალიან ნაცემია: „ისინი მანქანებში ვერ ჩასხდნენ, ჩადეს, სიკვდილამდე არიან ნაცემი. გასროლაც მოხდა, ხალხის დაშინების მიზნით გაისროლეს, ალყა ჰქონდათ გაკეთებული მინარეთის გარშემო, როცა დემონტაჟი ხდებოდა, ვინც სცადა რომ კორდონი გაერღვია, ყველა სასტიკად ვართ ნაცემი“.

ერთ-ერთ ნაცემს „სამხრეთის კარიბჭეც“ ესუაბრა, მას მხარში კონდახი აქვს ჩარტყმული.

„მასე თუ ადამიანს გაიმეტებდნენ, ვერ წარმომედგინა. 80 წლის ხალხს წიხლები ურტყეს. 2 კაცი იმიტომ აიყვანეს, რომ შეგვაგინაო“, - გვითხრა ერთ-0ერთმა ადგილობრივმა,.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამას არავის აპატიებენ, მინარეთი ისევ დაბრუნდება ამ ადგილას.

ამ წუთებში ასობით ადამიანი ადიგენისკენ მიემართება. ისინი ადიგენის პოლიციასთან აპირებენ მობილიზებას. ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე დაკავებულებს არ გამოუშვებენ.

შეგახსენებთ, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით,პოლიციამ ადგილობრივები დააშინა და ტელეფონები გაათიშინა.