რამდენიმე ორგანიზაციაში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება

რამდენიმე ორგანიზაციაში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება

ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ რამდენიმე ორგანიზაციაში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ , დავით ჯინჭარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს თბილისის საკრებულო სხდომაზე იმსჯელებენ და მიმართავენ თბილისის მერს, გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამეთვალყურეო საბჭოები.

დავით ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოები არ უნდა ფინანსდებოდნენ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. მისივე თქმითმ თუ სამეთვალყურეო საბჭოების არსებობა საჭიროა, საკრებულოს წევრები მზად არიან, უხელფასოდ იმუშაონ აღნიშნულ საბჭოებში, გაუწიონ დახმარება ორგანიზაციებს.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებული პირებისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი.

ამასთან, საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ფულადი წახალისების წესი შეიცვლება. დავით ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ფულადი წახალისება ხდებოდა ერთპიროვნულად, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე.

ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს მიერ უნდა იყოს კანონი დარეგულირებული, თუ რა ფულადი წახალისება უნდა მიიღოს ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.

ამასთან, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხდომაზე იმსჯელებენ მომავალი წლის ბიუჯეტიდან როგორ უნდა მოხდეს ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის ფულადი ანაზღაურების საკითხი.