გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს

გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. 

კითხვაზე, თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატს 65% ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს – 7%, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს – 4%, კითხვაზე პასუხი არ აქვს რესპოდენტთა 19%-ს.

რაც შეეხება ნდობას არჩევნების შედეგებისადმი, კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკითხულთა 21% პასუხობს, რომ არჩევნები სრულიად სამართლიანად ჩატარდება, 39%-ის აზრით – სამართლიანად, 23%-ის აზრით, მეტ-ნაკლებად სამართლიანად, ხოლო 4%-ის აზრით – უსამართლოდ.

საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგიც შეადგინა, რომელშიც კვლავ საქართველოს ეკლესია ლიდერობს.