გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 200 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 200 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გია ნაცვლიშვილსა და შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP დამფუძნებელს ზაზა კაპანაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ 200-200 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ნაცვლიშვილმა და კაპანაძემ აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ამასთან, ბრალდების მხარე გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათას ლარის შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესზე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან პირადი თავდებობის შესახებ განცხადება წარადგინა. განცხადებას ხელს აწერდა 15 პირი და მათი ნაწილი სხდომათა დარბაზშიც იმყოფებოდა.

განცხადებას კი, ხელს აწერენ: მწერალი დავით ტურაშვილი, რეჟისორი დათო დოიაშვილი, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ნიკა რაჭველი და სხვა პირები. ისინი თავდებში უდგებიან გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს, რომ გამოძიებას არ დაემალებიან.

გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 4 მილიონზე მატი თანხის უკანონო მითვისებაში ედებათ ბრალი.

შემდეგი პროცესი 16 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.