გამოკითხულთა 53% არჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა

გამოკითხულთა 53% არჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. 

კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 7% აცახდებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1% - ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს.

კვლევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა.
შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევა საკვლევ საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპრეოქტმა" ჩაატარა.