გამოკითხულთა 40% ახალი მთავრობისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი

გამოკითხულთა 40% ახალი მთავრობისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% საქართველოს ახალი მთავრობის მიმართა ნეიტრალურად არის განწყობილი. 

კითხვაზე, მთლიანობაში როგორ შეაფასებდით საქართველოს ახალ მთავრობას? - გამოკითხულთა 8% პასუხობს, რომ ძალიან მოსწონს, 33%-ს მოსწონს, 40% ნეიტრალურად არის განწყობილი, 11%-ს არ მოსწონს, ხოლოდ 4%-ს ძალიან არ მოსწონს, 4%-ს პასუხის გაცემა უჭირს, უარი განაცხადა 1%-მა.

კვლევა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" იმართება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 11 რეგიონის, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. სულ გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილებით პლუს-მინუს 2,3 %-ის ფარგლებში.
კვლევა საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპრეოქტმა" ჩაატარა.