გიგი კალანდაძემ თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

გიგი კალანდაძემ თეა წულუკიანისა და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, მისი მთავარი მოთხოვნა აღნიშნული მინისტრების მიერ ბოდიშის მოხდაა.

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ალასანიამ და წულუკიანმა, რადგან ისინი ყველანაირად ეცადნენ, რომ მოეხდინათ ზეგავლენა სასამართლოზე, ავრცელებდნენ უსაფუძვლო ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თითქოს მე მივიტაცე 500 ათასი ლარი და მეორე, თითქოს მე მოწმეებბზე ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.