გია ნაცვლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ზღაპარს და აბსურდს უწოდებს

გია ნაცვლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ზღაპარს და აბსურდს უწოდებს

ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას ზღაპარს და აბსურდს უწოდებს. 

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

"ეს არის ზღაპარი და აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ფირმას ედავებიან, რატომ ჰქონდა მოგება, რომლის გადასახადებიც გადახდილია. თან მე რა შუაში ვარ, ესეც გაუგებარია, იმიტომ, რომ მე იქ კონსულტანტად ვმუშაობდი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის გამარტებით, აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გია ნაცვლიშვილი და შპს "არტესისა" და "AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP"-ის დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე პასუხისგებაში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მისცეს.