"უნდა ვასწავლოთ სკოლებში და ყველგან, ქვეყნისთვის რატომ არის თავგანწირვა საჭირო"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "უნდა ვასწავლოთ სკოლებში და ყველგან, ქვეყნისთვის რატომ არის თავგანწირვა საჭირო".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, პიაცას მოედანზე დამსვენებლებთან საუბრისას განაცხადა.

"უნდა ვასწავლოთ სკოლებში და ყველგან რატომ არის თავგანწირვა საჭირო ქვეყნისთვის. არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდება. ჩვენ გავბედეთ, რომ ჩვენი თავისუფლება დავიცავით, გავბედეთ, რომ დამოუკიდებლები ვიყავით, რომ ეს ყველაფერი მტრის ჯინაზე მაინც გაგვეკეთებინა, თორემ რუსეთს, ჩვენს დამპყრობელს უნდა, რომ საქართველო განადგურებული და მიწასთან გასწორებული იყოს. ასეთი რუსეთს არაფერი აქვს. ბევრი რუსი ჩამოდის და ამბობს, რა მაგარი ქვეყანა გქონიათო. მათ მთავრობას ეს არ უნდოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად ბულვარში გაისეირნა და იქ მყოფ ტურისტებს გაესაუბრა.