"მოვუწოდებ პრემიერს, ხალხს შეხვდეს, რადგან მას ინფორმაცია არ აქვს, რა ხდება კონკრეტულად საზოგადოებაში"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს ხალხს შეხვდეს, "რადგან მას ინფორმაცია არ აქვს, რა ხდება კონკრეტულად საზოგადოებაში".

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა.

პრეზიდენტის facebook-ის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად ბულვარში გაისეირნა და იქ მყოფ ტურისტებს გაესაუბრა. 

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ისინი, ვინც ამჟამად ბობოყვათს სტუმრობს, პიაცაზე მიიწვია და მათთან ერთად ივახშმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრები ეტაპობრივად ბობოყვათის რეზიდენციაში ისვენებენ.