ავთანდილ ადუაშვილის დედა სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას მისცემს

ავთანდილ ადუაშვილის დედა სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ დღეს ჩვენებას მისცემს

მოკლული ბიზნესმენის, ავთანდილ ადუაშვილის დედა მკვლელობის მოტივებზე დღეს სასამართლოში ისაუბრებს. საქალაქო სასამართლოში უკვე იმყოფებიან როგორც ადუაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პროკურატურის წარმომადგენლები და დაცვის მხარე. პროცესი ამ წუთებში დაიწყო. 

გარდაცვლილის დედამ, ლარისა ეფრემიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივზე დაკითხვისას დეტალურად ისაუბრებს.

რაც შეეხება ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან სოსო პავლიაშვილის კავშირს, როგორც ეფრემიძემ განაცხადა, თუ სოსო პავლიაშვილი ამ საქმესთან კავშირში არ არის, მაშინ უჩივლოს.

"რატომ არ დარეკა სოსომ. ხელი დავადე და რატომ არ რეკავს. მაშინ მიჩივლოს", - განაცხადა ეფრემიძემ.

პროკურორის განმარტებით, სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დაიკითხებიან ავთო ადუაშვილის დედა, ძმა და მეგობრები.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს საკმარისი მკიცებულებები აქვს იმისათვის, რომ ბრალდებულების გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატის ლევან ჯავახაძის თქმით, მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ბრალდებულების

დანაშაულს ვერ ადასტურებს და დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე შეეცდება დაარწმუნოს მსაჯულები, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდებულების დანაშაულს არ ადასტურებს.
ლევან ჯავახაძის ინფორმაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სოსო პავლიაშვილის ამ საქმესთან კავშირი არ დასტურდება.