თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და გაჩხრეკის ფაქტები გახშირდა

თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და გაჩხრეკის ფაქტები გახშირდა

კვლავ ვრცელდება ინფორმაცია თბილისის ქუჩებში პოლიციელების მიერ მოქალაქეების გაჩერებისა და ჩხრეკის შესახებ. "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომელთა განცხადებით , პოლიციამ ისინი ქუჩაში გააჩერა და საბუთების წარდგენა სთხოვა.

"მანქანით ვმოძრაობდით საბურთალოს ქუჩაზე, პოლიციამ გაგვაჩერა, გვთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, შეგვიმოწმა ჯიბეები, ჩანთები, მანქანის საბარგული. როდესაც ვკითხეთ შემოწმების მიზეზი, არაფერი გვთხირეს," – გვითხრა ერთ-ერთმ მოქალაქემ.

ანალოგიური შემოწმების შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია კიდევ რამდენიმე მოქალაქემ მიაწოდა.

შსს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამ თემაზე განმარტება უწყებამ 24 აგვისტოს უკვე გააკეთა.

შსს-ს მიერ 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს".