ვლადიმერ პუტინი ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომლის თანახმადაც , რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა აფხაზეთის საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში გამართა. 

"საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს", - აცხდებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის აპარატი.