კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე კრედიტის სახით 4.1 მლრდ ლარი გასცეს

კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე კრედიტის სახით 4.1 მლრდ ლარი გასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2013 წლის ივლისის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 84.4 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 4.1 მლრდ ლარს მიაღწია.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.5 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 100.5 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 836.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ანუ 7.2 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.6 პროცენტით ანუ 105.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.