რადიოწამყვანები თამუნა მუსერიძე და გიორგი ნაზღაიძე დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულების თანმხლებმა პირმა აცნობა, მათი დაპატიმრება თურქი სამართალდამცველების მიერ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე საზღვრის გადმოკვეთის პროცედურული საკითხების დარღვევის გამო მოხდა.
მისივე ინფორმაციით, გიორგი ნაზღაიძე სავარაუდოდ, ნაცემია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს თურქეთში საქართველოს საკონსულო.