წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდებში 42 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, რომელთაგან დაახლოებით 13 700 აბიტურიენტმა არსებული ბარიელი ვერ გადალახა და ჩაიჭრა.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით საქართველოში ყველაზე მეტი აბიტურიენტი წელს გახდა სტუდენტი, კერძოდ, 28 401 აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, იმ დროს, როდესაც წინა წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 24 ათასი იყო.

ამასთან, მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 9 ათასამდე სტუდენტმა მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, აქედან ასპროცენტიანი დაფინანსება დაახლოებით 4 500 სტუდენტს ექნება.
ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით, წელს პირველად ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები) დღეს გამოქვეყნდა. ამასთან, დღეიდან მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 247 33 33. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.