რუსეთმა 19 სახეობის ქართული ღვინო დაიწუნა

რუსეთმა 19 სახეობის ქართული ღვინო დაიწუნა

რუსეთში, ქართულ ღვინოზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ, 2,5 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა. ამის შესახებ დღეს, „Интерфакс“-ს როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.

„სულ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის 690 პარტია შემოიტანეს, საერთო მოცულობით 2,5 მილიონი ლიტრი“ - განაცხადა ონიშენკომ.

მისივე თქმით, სულ, რუსეთის ტერიტორიაზე, პროდუქციის შეტანას 12 ქართველი მწარმოებელი ახდენს. სადღეისოდ რუსეთში ღვინის 462, კონიაკის 41 და მინერალური წყლის 4 სახეობაა დარეგისტრერებული.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართული ღვინის 19 სახეობა დავიწუნეთ. 20 ნიმუში კი ამ დრომდე ექსპერტიზაზე იმყოფება“ - განაცხადა როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა.