აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კვირას გამოქვეყნდება

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები კვირას გამოქვეყნდება

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები) გამოქვეყნდება კვირას, 25 აგვისტოს 15:00-საათის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს 14:00 საათიდან იმუშავებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი-2473333.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც - ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.